EBRD-ის დაინტერესებული მხარეებისთვის თემების ჩართულობის ელექტრონული კურსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „EBRD-ის დაინტერესებული მხარეებისთვის თემების ჩართულობის“ ელექტრონული სწავლების კურსზე. მოცემული კურსი შეიქმნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის Audire Consultants-ის თანამშრომლობით.

მოცემული კურსი გასაგები და საინტერესო ფორმით სთავაზობს სასწავლო მასალას თემებთან მომუშავე პერსონალს (მათ შორის, კონტრაქტორებს) და პროექტის ყველა თანამშრომლს მოსამზადებლად, რომელთა მუშაობა გარკვეულწილად დაკავშირებულია თემებთან ჩართულობასთან (მაგ. პროექტის მენეჯერები) და მათ მიერ მიღებულ ცოდნასთან.
კურსის მიზანია წაახალისოს მსმენელები განსხვავებულად იფიქრონ საკუთარ სამუშაოზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც ისინი მუშაობენ. სავარჯიშოები და ტესტები მიმართულია კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 
კურსის მთავარი მახასიათებელია შემოთავაზებული გუნდური სავარჯიშოები: თემებთან მომუშავე გუნდების გაერთიანება ტრენინგის საშუალებით. ეს არის გუნდის გაძლიერების მნიშვნელოვანი მექანიზმი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მუშაობენ დისტანციურად. სწავლის გამოცდილების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გაწვდით სხვადასხვა ტიპის მასალებს მთელი კურსის განმავლობაში. კურსის შინაარსი ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა ფორმატის ტრენინგების ჩასატარებლად: პირისპირ, ჰიბრიდულად, „მასწავლებლის ხელმძღვანელობით“და დამოუკიდებელი სწავლების სახით. კურსის მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ კურსზე წვდომა კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან.
 

კურსის ყველა მომხმარებლისთვის ტექნიკური სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სახელმძღვანელო კურსი გუნდის ლიდერებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ.
• ენები: ინგლისური, თურქული და ქართული 
• კურსის გასავლელად საჭირო დრო: დაახლოებით 4 საათი
• 100% ონლაინ: დაიწყეთ ახლავე და ისწავლეთ საკუთარი განრიგით
• 4 მოდული, 36+ რესურსი და საკითხავი მასალა, 6 შემთხვევის შესწავლა, 12 ინდივიდუალური სავარჯიშო, 1 საბოლოო ტესტი
• სერტიფიცირება EBRD-ის მიერ
 

კურსის პროგრამა

პირველი მოდული: პროექტები, პრინციპები და ხალხი

თქვენ შეისწავლით:
LO1: გაიგე, რატომ არის მნიშვნელოვანი თემებთან ჩართულობა.

LO2: უკეთ გაიაზრებთ „თემების“ და „ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების“ ცნებებს.

LO3: გამოიკვლევთ კარგი ჩართულობის მნიშვნელობას.

LO4: გაიაზრებთ თუ რა კავშირია თემების ჩართულობასა თუ EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური შესრულების მოთხოვნებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს შორის.

LO5: გაიგებთ ამ მოთხოვნების ადაპტაციის მნიშვნელობას ადგილობრივ რეალობასთან.

მეორე მოდული: დაწყება
სწავლისას:
LO1: გაიგებთ, როგორ ამოიცნოთ ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობთ, მათ შორის „ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები“ და „მოწყვლადი ადამიანები“.

LO2: მოახდენთ იდენტიფიცირებას, თუ როგორ უნდა მოერგოს ჩართულობის მიდგომები ხალხის საჭიროებებსა და ადგილობრივ კონტექსტს, მათ შორის ინსტრუმენტების სპექტრის გამოყენებით.

LO3: განიხილავთ თემის ლიდერობასთან, გენდერთან და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამოქალაქო საზოგადოების როლს.

მესამე მოდული: ძირითადი გეგმები და პროცესები
სწავლისას:

LO1: გაიგებთ დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმების როლს და როგორ შეესაბამება ისინი EBRD-ის სათანადო შეფასების პროცესებს.

LO2: გაიგებთ როგორ მართოთ და ჩაიწეროთ თემების გამოხმაურება.

LO3: დაადგენთ ეფექტური საჩივრების მექანიზმის ძირითად ელემენტებს.

LO4: გაიაზრებთ ხართ თუ არა წარმატებული.

მეოთხე მოდული: თქვენი თემებთან მომუშავე გუნდი
სწავლისას:
LO1: გამოიკვლევთ რა აყალიბებს თემებთან მომუშავე კარგ გუნდს.

LO2: განსაზღვრავთ ტიპიურ როლებს თემის წინაშე მყოფ გუნდებში, საჭირო უნარ-ჩვევებს მათ შესასრულებლად და საჭირო ორგანიზაციულ სტრუქტურას მათი მხარდასაჭერად.

LO3: გაიაზრებთ უფრო ფართო გუნდის როლს, მათ შორის მოქმედი კომპანიის CLO-ების, კონტრაქტორი CLO-ების, კონსულტანტებისა და პარტნიორების ჩართულობის კონტექსტში.

LO4: გამოაშკარავებთ პოტენციური დაცვის საკითხებს თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის.